ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მისი მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს ესწრებოდა მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძეც.

თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.