ბარნოვის ქუჩაზე თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, 13 დეკემბერს გამოცხადდეს
ბარნოვის ქუჩაზე თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, 13 დეკემბერს გამოცხადდეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, 13 დეკემბერს გამოცხადდეს.

სასამართლო სხდომა დღეს ბრალდებულის, მოკლულის მამინაცვლის ვეფხია ბაქრაძის გამოკითხვით გაგრძელდა.

დღევანდელ სხდომაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავად გამრეკელაშვილმა როდესაც დანა აიღო და მას ურტყამდა, თავს იცავდა.

ბრალდებულმა გამორიცხა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. თუმცა ბრალდების მხარის განცხადებით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული, თავისი ექვსი და სამი წლის შვილების თვალწინ 32 ჭრილობა მიაყენეს.

წარდგენილი ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება.