ბარსელონის მერად საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყრის კენჭს
ბარსელონის მერად საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყრის კენჭს

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარსელონის მერად იყრის კენჭს.

აღნიშნული განცხადება მანუელ ვალსმა ოფიციალურად გააკეთა.

როგორც ცნობილია ვალსი, რომელიც წარსულში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებდა, კატალონიის დამოუკიდებლობის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ევროპული ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი მეორე სახელმწიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და არჩევითი თანამდებობის დაკავებას ცდილობს.

ვალსის თქმით, ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

მანუელ ვალსი კატალონიაშია დაბადებული, თუმცა საფრანგეთში გაიზარდა. მას მთელი პოლიტიკიური კარიერა საფრანგეთში აქვს გატარებული. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ვალსი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და კატალონიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგიტაციაში ჩაერთო.