16 ნოემბერს, ლონდონში „ტვიკენჰემის“ სარაგბო სტადიონზე ერთამნეთს „ბარბაროსების“ და ფიჯის ნაკრები დაუპირისპირდებიან. „ბარბაროსები“ ნოემბრის ტურნეს პირველ შეხვედრას ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ. ჯონსმა იმ მორაგბეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ „ტვიკენჰემის“ სარაგბო სტადიონზე ითამაშებენ.
„ბარბაროსების“ შემადგენლობა:
ტენდაი მტავარირა, რორი ბესტი, ენრიკე პიერეტო, ლუკ ჯონსი, ტაილერ არდონი,პეტე სამუ,მარკო ვან სტადენი, ჯოშ სტრაუსი, ჯო პაუელი, კრუვინ ბოსხი, მაკაზოლე მაპიმპი, ანდრე ესტერჰუიცერი, მატიო ბასტარო, დილინ ლეიდსი, დევიდ ჰავილი.
სათადარიგო: ენდრიუ მაკალიო, კამპეზე მააფუ,ჰენკუს ვან ვიკი,ანგუს კოტრელი, მეტ ფილიპი, იანო ვერმააკი, ლახანიო ემი
„ბარბაროსების“ შემადგენლობაში წელს ქართველები ვერ მოხვდნენ. მსგავსი შემთხვევა 2016 წელს იყო, როცა „ბარბაროსების“ რიგებში ჩვენი მორაგბეები ვერ მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგბეებს „ბარბაროსებში“ 2011 წლიდან თითქმის ყოველთვის იწვევდნენ. მათ შემადგენლობაში სულ 8 ქართველ მორაგბეს აქვს ნათამაშები. ესენი გახლავთ: დავით ქუბრიაშილი, დავით კაჭარავა, გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშილი და ანტონ ფეიქრიშვილი. ერთადერთი ქართული ლელო კი „ბარბაროსების“ რიგებში მამუკა გორგოძის ანგარიშზეა.
„ბარბაროსებისა“ და ფიჯის ნაკრების დაპირისპირება 16 ნოემბერს ლონდონის „ტვიკენჰემის“ სტადიონზე თბილისის დროით 18:30 დაიწყება. სარაგბო არენა 50 ათას გულშემატკივარს იტევს და მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ფიჯისთან მატჩის შემდეგ „ბარბაროსები“ ნოემბერში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ.
20 ნოემბერი
ბრაზილია – „ბარბაროსები“ (სან პაულო)
20 ნოემბერი
„ბარბაროსები“-უელსი (კარდიფი)