ანტონ ფეიქრიშვილი „ბარბაროსების“ რიგებში ითამაშებს
ანტონ ფეიქრიშვილი „ბარბაროსების“ რიგებში ითამაშებს

ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი „ბარბაროსების“ რიგებში ითამაშებს.

ფეიქრიშვილი „ბარბაროსების“ რიგებში ფრანგ პირველხაზელ ალექსანდერ მენინის ჩაანაცვლებს, რომელიც საკუთარმა კლუბმა, „ლიონმა“ უკან გაიწვია.

ქართველი მორაგბე მატჩში მარქაფიდან ჩაერთვება. მატჩი პირველ დეკემბერს ლონდონში, „ტვიქენჰემზე“ გაიმართება. „ბარბაროსები“ არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

გუნდის სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება

შერკინება – 1. ვაიატ კროკეტი, 2. სხალკ ბრიტსი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ლუკ ჯონსი, 5. ლუდ დე იახერი, 6. სია კოლისი, 7. პიტერ-სტედ დუ ტუიტი, 8. ხუან მანუელ ლეგიზამონი

უკანა ხაზი – 9. ლეონ ფუკოფუკა, 10, ანდრე პოლარდი, 11. აპჰივე დიანტი, 12. დამიენ დე ალენდე, 13, ტომ ინგლიში, 14. ტომასო ბენვენუტი, 15. ჯექ დებრეზინი

მარქაფა – 16. სტივენ კიტსოფი, 17. მალკოლმ მარქსი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. სიხუმბუზო ნოტშე, 20. ჯორდან ტაუფუა, 21. ფრენკ ლომანი, 22. ჯესი კრილი, 23. ელტონ იანკისი