ისტორიაში პირველად - ბორჯღალოსნებმა მფრინავ ფიჯელებთან ფრე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ბორჯღალოსნებმა მფრინავ ფიჯელებთან ფრე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ფიჯის ნაკრებს ესპანეთში, ქალაქ არანხუესში, „ესტადიო ელ დელეიტეზე“ შეერკინა. მიმდინარე რეიტინგში ფიჯი მსოფლიოში მე-11 პოზიციას იკავებს, საქართველო მე-12 ადგილზეა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნების მცირე უპირატესობით წარიმართა. ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. თედო აბჟანდაძის ზუსტად შესრულებულმა ჯარიმამ ბორჯღალოსნებს პირველი ქულები მოუტანა – 3:0.

22- წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0.

27-ე წუთზე ფიჯელებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, ტუიმაბამ ლელო დაგვიდო და საკუთარ გუნდს 5 ქულა შესძინა. ფიჯელებმა გარდასხვა ცუდად შეასრულეს და ბორჯღალოსნებს ერთქულიანი უპირატესობა დარჩათ – 6:5.

პირველი ნახევრის მიწურულს ბორჯღალოსნებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც თედო აბჟანდაძემ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებს მეცხრე ქულა მოუტანა – 9:5

შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აბჟანდაძეს უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მიეცა, მაგრამ ამჯერად დარტყმა გაუცუდდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმი ფიჯელებმა აქტიურად დაიწყეს და ჯარიმის შესრულების უფლება 52-ე წუთზე მოიპოვეს – ვოლავოლამ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 9:8. თუმცა, მალევე ბორჯღალოსნებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, ჯარიმა მოიპოვეს და თედო აბჟანდაძემ საქართველოს ნკარებს მორიგი სამი ქულა შესძინა – 12:8.

ამის შემდეგ, ფიჯელებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს – მატამ ლელო დაგვიდო, ვოლავოლამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა -15:15

შეხვედრა ასეც დასრულდა და ისტორიაში პირველად ბორჯღალოსნებმა მფრინავ ფიჯელებთან ფრე ითამაშეს.

საქართველო – ფიჯი | არანხუესი. „ესტადიო ელ დელეიტე“

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის სერიების პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ბორჯღალოსნებმა ღირსეული ბრძოლა გამართეს და მარცხის მიუხედავად (41:15), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მაღალი კლასი აჩვენა.

დატოვე კომენტარი