5 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებენ #1TVSPORT
5 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებენ #1TVSPORT

გაირკვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ზაფხული ტესტმატჩებში – „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ამის გარდა, ზაფხულში კიდევ ორ ტესტმატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სენდაიში იაპონიის ნაკრებს ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებს ფიჯისთან შვიდჯერ უთამაშია და მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხუთში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.

პირველად ფიჯის ნაკრებს საქართველო 2012 წელს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ შეხვდა და სტუმრებმა, 24:19 მოიგეს. რევანში 2016 წელს სუვაში შედგა – საქართველომ 14:3 გაიმარჯვა. 2018-2021 წლებში „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ზედიზედ ოთხჯერ ეთამაშნენ – სუვაში 15:37, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ოსაკაში (იაპონია) 10:45, 2020 წელს ედინბურგში 24:38 და 2021 წელს არანხუესში (ესპანეთი) 15:15.