ბორჯღალოსნები დღეს ფიჯის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან (ფოტო) | იაპონია 2019
ბორჯღალოსნები დღეს ფიჯის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან (ფოტო) | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე მატჩს დღეს გამართავს. ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჩვენი მორაგბეები უკვე ქალაქ ოსაკას ჰანაზონოს სარაგბო სტადიონის მოედანზე არიან და წინასამატჩო მოთელვას გადიან.

თამაში ფიჯის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Live

ამჟამად, ერთი წაგებითა და ერთი მოგებით, ჩვენი გუნდი D ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და ფიჯის დამარცხების შემთხვევაში, ამ პოზიციას გაინაღდებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე დაიბევებენ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.