ბარათაშვილის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შენობიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა
ბარათაშვილის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შენობიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა

ბარათაშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა და არასრულწლოვნებს დაეცა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, სულ დაშავებულია ექვსი მოზარდი. მათგან სამი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ სამი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

პირველი არხი დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.