ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის.
ხანძარი სამშენებლო მასალების მაღაზიაში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გვერდით მდებარე მაღაზიებზეც გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.