ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომელი დაიღუპა
ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქარადაღის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომელი, ასიფ მუსტაფაევი დაიღუპა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ქარადაღის რაიონში, გობუსტანის დასახლებაში მოხდა.
აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზა და სხვა აუცილებელი პროცედურული მოქმედებები.