ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომელი დაიღუპა

16:44, 12.01.2021

ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქარადაღის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომელი, ასიფ მუსტაფაევი დაიღუპა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ქარადაღის რაიონში, გობუსტანის დასახლებაში მოხდა.

აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზა და სხვა აუცილებელი პროცედურული მოქმედებები.

მსგავსი