ბაქოში, ჰაერში მტვრის შემცველობა ოთხჯერ გაიზარდა, რის გამოც ქალაქში ნისლია
ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე ჰაერში მტვრის შემცველობა ოთხჯერ გაიზარდა, რის გამოც ქალაქში ნისლია. ინფორმაციას აზერბაიჯანის ადგილობრივი მედია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო baku.ws-ის ინფორმაციით, მტვრის ნისლი თურქმენეთიდან დასავლეთისკენ მოძრავმა ჰაერის მასებმა გამოიწვია.