აზერბაიჯანის დედაქალაქში, ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა ბაქოში დღეს, სავაჭრო ცენტრ Elite-ს სიახლოვეს მოხდა.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.