ბაქოში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბაქოში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.  ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა ბაქოში დღეს,  სავაჭრო ცენტრ Elite-ს სიახლოვეს მოხდა.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.