ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, დაიწვა 60 მაღაზია
აზერბაიჯანში, ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 60 მაღაზია დაიწვა, დაშავდა ცხრა ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ერთი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძარი სავაჭრო ცენტრ „სადარაქში“ გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენიც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი საათს გაგრძელდა. როგორც ვარაუდობენ, შენობაში ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.