ბანგლადეშის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოკს-ბაზარის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლას ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა. ოთხი მათგანი ბავშვია.
დაშავდნენ მცირეწლოვნების მშობლებიც.
სტიქია ბოლო პერიოდში გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ კოკს-ბაზარის ტერიტორიას მიანმარიდან დევნილი 600 ათასამდე ლტოლვილი როჰინჯა აფარებს თავს.