ბანგლადეშში მეწყრის ჩამოწოლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში მეწყრის ჩამოწოლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოკს-ბაზარის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლას ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა. ოთხი მათგანი ბავშვია.

დაშავდნენ მცირეწლოვნების მშობლებიც.

სტიქია ბოლო პერიოდში გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ კოკს-ბაზარის ტერიტორიას მიანმარიდან დევნილი 600 ათასამდე ლტოლვილი როჰინჯა აფარებს თავს.