ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო. დასავლური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.
დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის, რომელიც მოკლეს პრეზიდენტის პოსტზე 1975 წელს, მემორიალურ მუზეუმს.
ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილჰეტში დაწვეს კომისრის მოადგილისა და პოლიციის ზედამხედველის ოფისები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.