ბანგლადეშის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი მიანმარში ავარიულად დაეშვა
ბანგლადეშის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი მიანმარში ავარიულად დაეშვა

ბანგლადეშის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი მიანმარში ავარიულად დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი იანგონის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ასაფრენ ზოლზე მოცურდა და ბალახის საფარზე გადავიდა. დაზიანებულია თვითმფრინავის ორივე ფრთა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ. მომხდარის გამო, აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.