ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება
ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგომისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ ინდოეთში ჩავიდა.