ბამბუკის ნაკლებობის გამო, კანადის ზოოპარკი ორ პანდას ჩინეთში აბრუნებს
კანადა ორ პანდას ჩინეთში აბრუნებს, ამის მიზეზი ბამბუკის ნაკლებობაა. პანდები კანადის ზოოპარკში 2014 წელს ჩაიყვანეს. შეთანხმების მიხედვით, ისინი კანადაში 10 წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
პანდები მხოლოდ ახალი ბამბუკით იკვევებებიან, რაც კანადის ზოოპარკს ჩინეთიდან ჩაჰქონდა.
„კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო შეჩერებული ფრენების ფონზე კანადამ ჩინეთიდან ბამბუკის იმპორტი ვერ მოახერხა.