ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთში აქციების დარბევის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოდიან
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთში მშვიდობიანი აქციების დარბევის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოდიან. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ერთობლივი განცხადება: ჩვენ ვგმობთ რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. აუცილებელია, რომ ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ყველამ ჩვენ ევროკავშირში უნდა მივიღოთ შემზღუდავი ზომები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დემონსტრანტების დაკავებაზე“, – წერს ესტონელი დიპლომატი.
დღეს რუსეთის არაერთ ქალაქში, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.