ბალკანეთის ქვეყნებში ძლიერი სიცხის გამო ენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები შექმნა
ბალკანეთის ქვეყნებში ძლიერი სიცხის გამო ენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები შექმნა. ბალკანეთის ქვეყნებში ძლიერი სიცხის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროსა და ხორვატიის სანაპირო რეგიონში ელექტროენერგიის მიწდება რამდენიმე საათით გაითიშა, რაც კონდიციონერებისთვის ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც მსხვილი ქალაქების ქუჩებში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია.
ელექტროენერგიის გათიშვამ პრობლემები შექმნა ხორვატიის ტურისტულ ზონაში, სადაც დენის გამორთვის გამო დროებით დაიხურა რესტორნები, კაფეები და მაღაზიები. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
მონტენეგროს ენერგეტიკის მინისტრმა, სასა მუჯოვიჩმა განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზია მაღალი ტემპერატურის გამო ენერგიის მოულოდნელად გაზრდილი მოხმარება.
ალბანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება საათ-ნახევარში აღადგინეს, თუმცა დენის კვლავ გათიშვის რისკი კვლავ არსებობს.