Balenciaga-ს რეზინის კროქსები (Crocs) ბაზარზე გამოსვლამდე მთლიანად გაიყიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
ესპანური მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კროქსები 850 დოლარი ღირს. მედიის ცნობით, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კროქსები წინასწარი შეკვეთებით სრულად გაიყიდა.
მოდის სახლმა კროქსები გასული წლის შემოდგომაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინა.