კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა“,- ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. დოღი ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.