კურორტ ბახმაროში დღეს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართება. დოღში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ცხენოსნები მიიღებენ.
„ბახმაროს თასი 2018“-ს სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრება.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი – ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში 5 გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებისთვის სპონსორებმა პრიზები დააწესეს.
დოღის დაწყებამდე საზეიმო სვლა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.