ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი იმართება
ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი იმართება

დოღის შემდეგ, ფერიცვალების საღამო ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალით გაგრძელდა. „ბახმარო სანსეტ სეტი“ წელს მეორედ იმართება.

ფესტივალი მზის ჩასვლის გორაზე იმართება, სადაც მოწყობილია სცენა და კარვების ქალაქი.

გორაზე ძირითადად ახალგაზრდობაა შეკრებილი, მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც.

ფესტივალში „ლაუდსპიკერსი“, „კორძი“, ანუკა ჩხეიძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობენ.

„თბილისიდან ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, კარგია ასეთ გარემოში საინტერესო მუსიკის მოსმენა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბევრია ახალგაზრდობა, ბევრია საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი და რა თქმა უნდა, აქ არის დიდი სიყვარული“, – აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფესტივალი გვიან ღამემდე გაგრძელდება.