ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება
ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება.
ბახმაროში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი.
დოღში „ბახმაროს თასი 2018“ მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი – ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.