ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს „სანსეტ ფესტ ბახმარო 2019“ დაიწყება.
ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლებზეც წარდგებიან – Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur.
ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო.