მიუნხენის საფეხბურთო კლუბმა „ბაიერნმა“ გერმანელ ჩოგბურთელ ალექსანდრ ზვერევს ამერკის ღია პირველობის ფინალში გასვლა „ტვიტერზე“ მიულოცა.
ნახევარფინალში ზვერევმა ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა ხუთსეტიან შეხვედრაში დაამარცხა (3:6 2:6 6:3 6:4 6:3).
„როგორი ქამბექი! გილოცავთ კარიერაში პირველად დიდი სლემის ტურნირებზე ფინალში გასვლას – წამოიღე თასი გერმანიაში, ნათქვამია „ბაიერნის“ ოფიციალურ „ტვიტერზე“.
ზვერევმა კი საკუთარ „ტვიტერზე“ გერმანულ კლუბს მოკლედ უპასუხა -„წინ!“