ბაჰრეინში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში ბოლო 90 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის უმსხვილესია.
CNBC-ის ცნობით, ნავთობის პირველი საბადო სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულ ბაჰრეინზე ექსპლუატაციაში 1932 წელს შევიდა და მას შემდეგ მსგავსი დიდი ზომის საბადოსთვის არ მიუგნიათ.
ახალი საბადო ბაჰრეინის დასავლეთით მდებარე აკვატორიაშია. საბადოს ზუსტი მოცულობა და ექსპლუატაციის პირობები ცნობილი ოთხშაბათს გახდება. თუმცა ბაჰრეინის მთავრობის განცხადებით, ახალი საბადო იმდენად დიდია, რომ დიდი ალაბთობით, ქვეყანაში არსებულ ყველა რეზერვს დაჩრდილავს.
ბაჰრეინი სპარსეთის ყურის ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომელიც საუდის არაბეთს ესაზღვრება, თუმცა ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორების კარტელს – ოპეკს არ მიეკუთვნება. ქვეყანა ნავთობს მოიპოვებს როგორც საუდის არაბეთთან საზიარო ოფშორული საბადოებიდან, ისე ხმელეთზე მდებარე საკუთარი საბადოებიდან.