ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი რუსეთის მოქალაქეა.
თვითმხილველების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავს.
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის თქმით, დაშავებულს თავის ტრავმა აქვს.