ბაღდათის საირმესთან დამაკავშირებელი გზა სრულად გაწმენდილია, სოფელ ნერგეეთში ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
ბაღდათის საირმესთან დამაკავშირებელი გზა სრულად გაწმენდილია, სოფელ ნერგეეთში ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

ბაღდათის კურორტ საირმესთან დამაკავშირებელი გზა, რომელზეც მეწყერი ჩამოწვა, სრულად გაწმენდილია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სამაშველო სამუშაოები მდინარე ხანისწყლის ორივე ნაპირზე გრძელდება. მაშველები ერთი დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ.

ადგილზე მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.