ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ რვა ცხედარია ნაპოვნი
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ რვა ცხედარია ნაპოვნი

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.