ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 16 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, ორი კი კარანტინშია გადაყვანილი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 16 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, ორი პირი კი კარანტინშია გადაყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პირებს კომუნიკაცია ჰქონდათ მამაკაცთან, რომელიც სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა.