ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც ცნობილია, სტიქიის ზონაში ორი დღის განმავლობაში მაშველები დაკარგულ ცხრა ადამიანს ეძებდნენ. ყველა მათგანი სტიქიის შედეგად დაიღუპა.

სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.