ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, წყალთაშუა-კაკასხიდის ათკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 7 592 245 ლარია.