ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

11:32, 05.07.2019

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, წყალთაშუა-კაკასხიდის ათკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 7 592 245 ლარია.

მსგავსი