ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი ეწყობა
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე ეცნობა.
თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტს 21:00 საათიდან, 26 მარტის დილის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები ტარდება და ფერდის დამცავი დროებითი კედელი ეწყობა.