ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დახურულია 48 ბაღი, კორონავირუსით დაინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი
თბილისის საბავშვბო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღია დახურული.
მათივე ინფორმაციით, სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი.
ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსით დაინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.