ბადრი შუბლაძე - აქციაზე იმ აზრით ვარ, რომ არჩევნები მოგვტაცეს, არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ
ბადრი შუბლაძე - აქციაზე იმ აზრით ვარ, რომ არჩევნები მოგვტაცეს, არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ

იმედი მაქვს, და ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდებაო, რომ დღევანდელი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს ნამდვილი ქართველის, ღირსეული მოსამართლის, ხუჭუას განაჩენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბადრი შუბლაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

შუბლაძის თქმით, არ შეიძლება, ყველა საჩივარი იყოს გაბათილებული.

„აქციაზე იმის აზრი მაქვს, რომ არჩევნები მოგვტაცეს. არჩევნები მოგვტაცეს. არჩევნებში ნამდვილად გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, წააგო დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ცდილობს ძალით, ყოველგვარი მანიპულაციები გამოიყენოს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ დავიბრუნოთ არჩევნები. უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ მოწვეული ექსპერტებით ნამდვილი არჩევნები. თუ გაიმარჯვებს ისევ „ქართული ოცნება“ – დარჩება „ქართული ოცნება“, თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, ოპოზიციამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა შუბლაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელებს განიხილავს.