ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა დაიკითხა
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა დაიკითხა.

როგორც ქარდავა განმარტავს, მას ცრუ ბრალდებით ედავებიან და ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავების დავალება არავისთვის მიუცია. ლევან ქარდავს განცხადებით, მსგავსი ფაქტები არ დასტურდება.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მოწმეები, ჯემალ შამათავას საქმის გამომძიებლები იყვნენ და 2006 წელს, ჯემალ შამათავას დაკავებაზე ისაუბრეს.

როგორც ადვოკატი, გია გოროზია ამბობს, მოწმეებმა განმარტეს, რომ ლევან ქარდავასგან დავალება არ მოუღიათ.

შეგახსენებთ, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.