„ლელოს“ პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელჩებთან სამუშაო შეხვედრებს ყოველკვირეულად მართავენ, რა დროსაც მიმდინარე ვითარებასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებს განიხილავენ.
„ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა ელჩებთან პრაქტიკულად ყოველკვირეულად. ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი,სადაც განვიხილავთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. ჩვენ მომავლშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. „ლელო“ ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ისე სხვებთან. სამუშაო შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ახალი წინადადება განიხილება. განვიხილავთ მიმდინარე სიტუაციას და კრიზისიდან გამოსვლის გზებს, ყველაზე კარგი ისაა, რომ ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში აშშ-ისა და ევროპის მხრიდან. „ლელოს“ პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის“,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.