ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება
ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შეჩერდება.

დარღმავების ერთი ეტაპი დასრულებულია, კიდევ არის უამრავი სხვა რამ. გამოქვეყნდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, ეს უწყვეტი და რთული პროცესია, რომელიც შეიცავს ბევრ ეტაპს. 10 მილიონი დოლარი, ეს არის თანხა, რომელიც გვჭირდებოდა ანაკლიის პროექტისთვის და ვისესხეთ. შემდგომში კიდევ დამატებითი თანხები იქნება საჭირო, ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქციების გასხვისება არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია, ეს არის დაგირავება აქციების და სესხის აღება. ასე რომ, ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ანალოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ანაკლიის განვითარებას მხარი დავუჭიროთ. საუბარია ძალიან მცირე წილზე 1.8 მეათედი პროცენტი დაახლოებით. ასეთი რამ მომავალშიც იქნება, ავიღებთ სესხს და დავაბანდებთ ანაკლიაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როდის გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს უწყვეტი პროცესია.

„ეს არ არის რაუნდებად დაყოფილი, გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი და ვმუშაობთ. ეს რთული ტრანზაქცია არის, 400 მლნ დოლარზეა საუბარი მოგეხსენებათ, პროექტი არის ისეთ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უკვე გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად წავიწიოთ წინ. პროცესი კარგად მიდის. დარჩა მხოლოდ რამდენიმე პუნქტი შესათანხმებელი, პროცესის კარგად წასვლაში იგულისხმება ის, რომ შეთანხმებული არის ხელშეკრულების პრაქტიკულად 90 პროცენტი, დარჩა ძალიან მცირე ნაწილი შესათანხმებელი, საუბარია ტექნიკურ ნაწილებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.