ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს და როდესაც არ ასხივებ არც ძალას და არც რეპუტაციას, რაზეა საუბარი
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს და როდესაც არ ასხივებ არც ძალას და არც რეპუტაციას, რაზეა საუბარი

იმედი გვქონდა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სხვა იქნებოდა. ახლა დიდი იმედი მაქვს, რაზეც  საუბრობენ უფლებადამცველები, რომ არსებითი პროცესის განხილვა გაგრძელდება სტრასბურგში. აქ არის ერთი მომენტი, დავუშვათ ადვოკატები თავიანთ საქმეს აკეთებენ, საერთაშორისო პარტნიორები იმაზე მეტს აკეთებენ და ამ დროს სად არის პარტია? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, „რეჟიმს უკან თუ არ დაახევინე რიგ სიტუაციებში, ისე არაფერი გამოვა“.

„ჩვენ ვნახეთ არაერთი პრეცედენტი რეჟიმის უკან დახევის, თუნდაც მარტის მოვლენები გავიხსენოთ. ამიტომ ვამბობ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს და როდესაც არ ასხივებ არც ძალას და არც რეპუტაციას, რაზეა საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“, უპირველესად, ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. ეს არის მთავარი მოცემულობა. ამისათვის საჭიროა სწორი კონფიგურაციები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არა რაღაც გაუგებარი ადამიანების ფარდის უკან რაღაც დირექტივების მიცემა, შემდგომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან პოზიციების გამაგრება თუ გახმოვანება, არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა დოლიძემ.