უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის „ბალმაზუივაროშმა” გასვლაზე „დიოშდიორი” 2:1 დაამარცხა.
სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ “ბალმაზუივაროშმა” მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან ექვსი ქართველის ანგარიშზეა. სულ კი გუნდმა სამი მატჩი მოიგო, მათგან ორში გადამწყვეტი გოლი არაბულმა გაიტანა.