ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატში [ვიდეო]
ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატში [ვიდეო]

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის „ბალმაზუივაროშმა” გასვლაზე „დიოშდიორი” 2:1 დაამარცხა.

სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ “ბალმაზუივაროშმა” მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან ექვსი ქართველის ანგარიშზეა. სულ კი გუნდმა სამი მატჩი მოიგო, მათგან ორში გადამწყვეტი გოლი არაბულმა გაიტანა.

Diósgyőri dráma a hosszabbításban! Előbb egy hatalmas felső ka…

Diósgyőri dráma a hosszabbításban! Előbb egy hatalmas felső kapufa, majd Lipták védett kézzel egy gólba tartó labdát, azonnali piros lap és tizenegyes.

Posted by M4Sport on 2017 წლის 4 ნოემბერი, შაბათი