აზიის განვითარების ბანკი - განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მხოლოდ 0.1 პროცენტი იქნება
აზიის განვითარების ბანკი - განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მხოლოდ 0.1 პროცენტი იქნება

აზიის განვითარების ბანკის ახალი ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ეკონომიკური საქმიანობისა და სუსტი გარე მოთხოვნის ფონზე, განვითარებად აზიაში ეკონომიკური ზრდა 2020 წელს ნაკლებად მოსალოდნელია.

2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების მიმოხილვის დამატების თანახმად, ADB 2020 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის 0.1 პროცენტამდე შენელებას ვარაუდობს.

აპრილში ნავარაუდევ 2.2 პროცენტ პროგნოზთან შედარებით, ეს 1961 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია რეგიონისთვის.

აპრილის პროგნოზით, 2021 წელს ზრდა სავარაუდოდ 6.2 პროცენტს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნული 2021 წელს ნავარაუდევზე და კრიზისამდე პერიოდის ნიშნულებზე დაბალი იქნება.

ჰონგ კონგი, ჩინეთის; კორეის რესპუბლიკის; სინგაპურის და ტაიპეის, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გარდა, განვითარებადი აზიის ზრდა პროგნოზით 0.4 პროცენტს შეადგენს მიმდინარე წელს და 6.6 პროცენტს 2021 წელს.

„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკა წელს კვლავ „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული წნეხის ქვეშ დარჩება შეზღუდვების მოხსნის და ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის „ახალ ნორმალურ“ გარემოში ნელ-ნელა აღდგენის მიუხედავად,“ – ამბობს ADB-ის მთავარი ეკონომისტი იასუიუკი სავადა.

„2021 წლის მოსალოდნელი უფრო მაღალი ზრდის პროგნოზის მიუხედავად, ამ წლის დაბალი მაჩვენებლების გამო, “V” ტიპის ეკონომიკური აღმასვლა შეუძლებელი იქნება. მთავრობებმა უნდა გაატარონ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემარბილებელი ღონისძიებები და უზრუნველყონ ახალი ტალღის თავიდან აცილება“, – წერია ანგარშში.

როგორ ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, პროგნოზი კვლავ ნეგატიური რჩება. „კოვიდ-19“-ის პანდემია შესაძლოა, რამდენიმე ტალღად შემობრუნდეს უახლოეს მომავალში და სუვერენული ვალი და ფინანსური კრიზისი ვერ გამოირიცხება, ასევე არსებობს სავაჭრო ურთიერთობების ხელახალი დაძაბვის რისკი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.

„2020 წელს აღმოსავლეთ აზიაში ზრდა ნავარაუდევია 1.3 პროცენტი—ერთადერთი რეგიონი, რომელშიც წელს ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს ზრდა ნავარაუდევია 6.8 პროცენტი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ამ წელს ზრდა იქნება 1.8 პროცენტი და 7.4 პროცენტი 2021 წელს, აპრილში ნავარაუდევ 2.3 პროცენტსა და 7.3 პროცენტთან შედარებით, შესაბამისად, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული მძიმე დარტყმის შედეგად, სამხრეთ აზიაში ზრდა 3.0 პროცენტამდე შემცირდება 2020 წელს აპრილში ზრდის ნავარაუდევ 4.1 პროცენტთან შედარებით.

2021 წლის ზრდის მაჩვენებლები 6.0 პროცენტიდან  შემცირებულია 4.9 პროცენტამდე. 2020-ის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლისთვის, ინდოეთის ეკონომიკა 4.0 პროცენტამდე შემცირდება 2020 წელს, ვიდრე 2021-ის ფისკალური წლის ბოლოსთვის 5.0 პროცენტამდე გაიზრდება.

ანგარიშის თანხმად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური საქმიანობა წელს 2.7 პროცენტამდე შემცირდება, ვიდრე 2021 წელს 5.2 პროცენტამდე გაიზრდება. ზრდის შეფერხება მოსალოდნელია ძირითად ეკონომიკურ საქმიანობაში პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ადგილობრივი მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირების გამო.

„ინდონეზიის ჩათვლით (-1.0 პროცენტი), ფილიპინები (-3.8 პროცენტი) და ტაილანდი (-6.5 პროცენტი). ვიეტნამში 2020 წელს 4.1 პროცენტი ზრდა არის მოსალოდნელი. მაშინ როდესაც, ეს ნიშნული ADB-ის აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.7 პროცენტით დაბალია, ეს ყველაზე სწრაფად მზარდი პროგნოზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ცენტრალური აზიის ეკონომიკური აქტივობა, აპრილში ნავარაუდევ 2.8 პროცენტიან ზრდასთან შედარებით, ვაჭრობის შენელებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, სავარაუდოდ, 0.5 პროცენტითით შემცირდება. ზრდა, სავარაუდოდ, 2021 წელს 4.2 პროცენტამდე გაიზრდება.

შემცირებული ვაჭრობისა და ტურიზმის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წყნარი ოკეანის ქვეყნებში არასახარბიელოა. ქვერეგიონალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირდა 4.3 პროცენტამდე 2020 წელს, ვიდრე 1.6 პროცენტამდ გაიზრდება 2021-ში. განვითარებად აზიაში ინფლაცია 2020 წელს 2.9 პროცენტს შეადგენს, რაც აპრილში ნავარაუდევ 3.2 პროცენტზე დაბალია და მოთხოვნის შემცირებულ მოცულობასა და ნავთობზე დაბალ ფასებს ასახავს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა“, – აღნიშნულია ADB-ის ანგარიშში.