აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას ჩრდილო-დასავლეთიდან 17 კილომეტრში დაფიქსირდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონის ჩრდილო-დასავლეთიდან 17 კილომეტრში დაფიქსირდა.
ასევე მათი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა.
სააგენტო „აპას“ ინფორმაციით, მიწისძვრა ორი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.
სხვა ცნობები მიწისძვრის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
ამასთან, საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 30 კმ-ში, თბილისის დროით 11:35 საათზე მოხდა, სიმძლავრე კი, 5.1 მაგნიტუდა იყო.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.